თემა: ექსკრეტორული სისტემა. ენდოკრინული სისტემა
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
შედეგი: ბუნება IX. I.
- ილუსტრაციაზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და ზოგადად ასახელებს მათ ძირითად ფუნქციას.
- იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემების მოდელს/სქემას მათი მოქმედების პრინციპის სადემონსტრაციოდ (გული - ტუმბო, თირკმელი - ფილტრი, მუხლის -რეფლექსი).
- სქემატურად გამოსახავს უჯრედსა და გარემოს შორის ნივთიერებათა მიმოცვლას ორგანოთა მეშვეობით და მსჯელობს ამ პროცესის მნიშვნელობაზე.
- იყენებს გაზომვას, მოსმენას, დინამომერტიას, ვიზუალურ დაკვირვებას ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად.დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს ცდის ოქმის სახით.
- საკუთარ თავზე აკვირდება სხვადასხვა სიტუაციებში ფიზიკურ ცვლილებებს და მსჯელობს ენდოკრინული და ნერვული სისტემის ადაპტური მოქმედების თავისებურებაზე.
ბუნება IX. III.
- მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში ადამიანის იოდდეფიციტური დაავადებების კერების შესახებ. მონაცემები დააქვს რუკაზე და მსჯელობს დაავადებების პროფილაქტიკურ საშუალებებზე.
მიზანი: თემის შესაბამისი გნვლილი მასალის ათვიების შემოწმება.
რესურსი: ორ ვარიანტად შედგენილი საკონტროლო ტესტები, კითხვები.
გაკვეთილის მსვლელობა
მოსწავლეების ერთ ნაწილს დავურიგე 1 ვარიანტის კითხვები, ხოლო მეორე ნაწილს 2 ვარიანტის. მივეცი განსაზღვრული დრო სამუშაოს შესრულებისათვის.

No comments:
Post a Comment