I ვარიანტი
1. რა გავლენას მოახდენს გმოყოფილი შარდის რაოდენობაზე გორგალში შემავალი არტერიოლის სანათურის გაზრდა?2. ბაყაყის თავკომბალას შარდი ამიაკს შეიცავს, ზრდასრული ბაყაყისა კი – შარდოვანას. ახსენით ეს ფაქტი.
3. ძლიერი სისხლდენის დროს შარდის რაოდენობა მცირდება. ახსენით, რატომ?
4. შესაძლებელია თუ არა თირკმელების ფუნქციონირების დარღვევამ არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს?
5. ცხელ ამინდში რეკომენდებულია მარილიანი წყლის დალევა. ახსენით რატომ?
6. რომელ პათოლოგიურ მოვლენაზე მიუთითებს შარდში სისხლის გაჩენა?
7. ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ ჰორმონებს მხოლოდ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები გამოყოფენ?
8. წარმოიდგინეთ, რომ პაციენტს სტაბილურად მაღალი აქვს სისხლში გლუკოზის რაოდენობა. როგორ დაადგენთ, რომელი ტიპის დიაბეტით არის დაავადებული?
II ვარიანტი
1. რა გავლენას მოახდენს გმოყოფილი შარდის რაოდენობაზე გორგლებიდან გამომავალი არტერიოლის სანათურის შევიწროება?2. როგორ ფიქრობთ, ერთნაირი იქნება თუ არა გამოყოფილი შარდის რაოდენობა (სხვა თანაბარ პირობებში) ზაფხულის ცხელ და ზამტრის ყინვიან ამინდში?
3. ფაღარათის დროს ადამიანი მცირე რაოდენობით შარდს გამოყოფს. მოიფიქრეთ, რატომ?
4. რომელ ჰორმონალურ დარღვევაზე მიუთითებს შარდში გლუკოზის გაჩენა?
5. რატომ იღებენ მაღალი არტერიული წნევის დროს შარდმდენ პრეპარატებს?
6. თქვენთვის ცნობილი ჰორმონებიდან რომელს უწოდებდით ნეიროჰორმონს?
7. ჩვენს ორგანზმში არსებულ ნივთიერებებს გნსხვავებული სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნიათ_სინთეზირებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ისინი იშლებიან. რ ოგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ჰორმონების სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ნივთიერებებთან შედარებით? პასუხი დაასაბუთეთ.
8. რატომ აქვს ჰიპერთირეოიდიზმით დაავადებულს გაზრდილი მოთხოვნა ჟანგბადზე?

No comments:
Post a Comment